LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ბითაძე ლარი ბერდს შეხვდა: ქართველს ადიდასმა კონტრაქტი გაუფორმა (ფოტო)

201
1561552766-65046398_1264029977106119_2927300334286012416_n

გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა. ბითაძე ინდიანაპოლისშია და „პეისერსთან“ ერთად სულ მალე დაიწყებს რეგულარული სეზონისთვის მზადებას.
ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე ლეგენდარულ ლარი ბერდთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „ბოსტონ სელტიკსის“ და ზოგადად ნბა-ს ლეგენდა 2012 წლამდე „პეისერსში“ პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გოგას უკვე გაუფორმდა პირველი სპონსორული კონტრაქტი. ბითაძესთან ხელშეკრულება გერმანულმა ბრენდმა „ადიდასმა“ გააფორმა. კომპანიამ 60-კაციანი დრაფტის შემადგენლობიდან მხოლოდ სამი კალათბურთელი აარჩია, მათგან ერთ-ერთი ჩვენიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები