LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი 10 მიზეზის შესახებ, თუ რატომ უნდა დაბლოკო ადამიანი სოცქსელებში

91
page

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს საკუთარ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში უნდა დაიბოლოკოს ადამიანი სოციალურ ქსელებში.

„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაბლოკო ადამიანი სოცქსელებში:

1. თუ ილანძღება
2. თუ რელიგიური ან პოლიტიკური ფანატიკოსი ან ექსტრემისტია
3. თუ ზომაზე მეტ ან მხოლოდ უარყოფით სტატუსებსა და კომენტარებს წერს
4. თუ აზრის გამოთქმა შეურაცხყოფის გარეშე არ შეუძლია
5. თუ ჩასაფრებულია
6. თუ შუღლს აღვივებს
7. თუ ყველაფრის მცოდნეობას იბრალებს
8. თუ სტატუსებსა და ფოტოებს იპარავს ან ავტორს არ უთითებს
9. თუ სიცრუეს ან ტყუილ ამბებს ავრცელებს
10. თუ კლავიატურის ლომია

თუ სხვა მიზეზებიც არსებობს, დაწერეთ. სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს.

არ დაიბინძუროთ გონება, ფიქრები და ყოველდღიურობა სხვების უარყოფითი სტატუს-კომენტარებით.

ამას ბლოკზე ერთი დაწკაპუნებით მოახერხებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g