სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლე ქონების დაყადაღების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
სოსო გოგაშვილის შვილი: მე და ჩემი ოჯახის წევრებს ქონება დაგვიყადაღეს
როგორც თეა მარტყოფლიშვილი მედიასთან აღნიშნავს, შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება უნდა დაიწყონ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ქონებაზეც:
„ჩემს საკუთრებაში არის ჩემი ერთი სახლი, რომელიც გონიოშია და ისიც სესხით მაქვს და 15 წელი უნდა ვიხადო ეს სესხი და მაქვს მანქანა. ჩემს შვილებსაც – ნინის აქვს 52 კვ ბინა. მეორე ცხოვრობს ჩემთან და მათაც მანქანა სესხებით აქვთ შეძენილი.
ყველა დოკუმენტს აუცილებლად სასამართლოში წარვადგენ. გოგაშვილის ქონებაზე რომ დაიწყეს გამოძიება, აუცილებლად დაიწყონ გომელაურის ქონებაზე გამოძიება, მათ შორის მამუკა მდინარაძის ქონებაზე გამოძიება, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილის ქონებაზე, ასევე გიორგი ღამბაშიძის ქონებაზე, რომელიც დღეს დროებით მაინც უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება შეწყვეტილი“, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ სოსო გოგაშვილის შვილმა ნინი გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ქონება დაუყადაღეს.