LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი თოფაძე გარდაიცვალა

710
გოგი თოფაძე (1)

ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„მადლობა გოგი ყველაფრისთვის“, – წერს ელისო იოსელიანი სოციალურ ქსელში და გოგი თოფაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე.

1962 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ – თანამშრომლად. 1970-1975 წლებში მუშაობდა თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975-დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი.

1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი“.

1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.

2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.

2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ კენჭი იყარა საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის პოსტზე.  2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.

🙏მადლობა გოგი ყველაფრისთვის💔

Posted by Eka Ioseliani on კვირა, 16 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g