LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჟვანიამ დახმარება ივანიშვილს სთხოვა… მაგრამ მისი შვილი დაუსჯელი არ დარჩება – გოგი თოფაძე

1130
tofade jvania

ბუსა ჟვა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 24 სექ­ტემ­ბერს იყო ჩანიშნული, თუმ­ცა ნო­ემ­ბრის ბო­ლოს­თვის გა­და­ი­დო. ამის შესახებ „ფორტუნას“ გოგი თოფაძემ განუცხადა.

„რატომ გადაიდო, ამის კითხვა რაღა საჭიროა. ფაქტია, დედამისს ასე სურს. დახმარება ბიძინა ივანიშვილსაც კი სთხოვა. უნდა, საერთოდ არც ერთი წელი არ გაატაროს მისმა შვილმა ციხეში. მაგრამ ასე არ მოხდება. ახალგაზრდა ბიჭია, ოჯახიც არ მოვითხოვთ, ბევრი მიუსაჯონ, მაგრამ დაუსჯელიც არ დარჩება“, – აცხადებს გოგი თოფაძე ჩვენთან საუბარში.

მისი თქმით, მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უარყოფითია და ორ თვეში აპირებს, რომ სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭრეს. ბრალდებული ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი ბუსა ჟვა­ნიაა. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ლე­ვან თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები