ქუთაისში პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს. მას ქალაქის მოედანზე ბრიფინგი ქონდა სავალუტო პუნქტების დახურვის გამო. ის აცხადებდა, რომ მთავრობის განკარგულებამ უმუშევარ ადამიანთა რიცხვი გაზარდა. წულაიას საპროტესტო ბრიფინგი, მისივე დაკავებით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, გოგი წულაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – პოლიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა ედება ბრალად. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, წულაიას ქალაქში პატრულის თანამშრომელმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა და მიუთითა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მცირედი შელაპარაკების დროს უცენზური სიტყვების გამო, წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს.