LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაია: თავს მერად ვაცხადებ

434
60691956_389956948278274_1675631935201738752_n

ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქცია მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერი კახა კუკავა და მერობის კანდიდატი გოგი წულაია შენობასთან პარტიის კოორდინატორებთან ერთად მივიდნენ.

წულაია აცხადებს, რომ კოორდინატორების ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და ვარაუდობს, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო. ჩემი კოორდინატორებისნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g