მსახიობი ნუმი რაპასი, რომელიც ცნობილია ლისბერ სალანდერის როლით შვედურ ფილმში „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ამჯერად ახალ ამპლუაში მოგვევლინება. შესაძლოა სწორედ მან შეასრულოს ლეგენდარული ემი უაინჰაუსის როლი ირლანდიელი რეჟისორის, კრისტენ შერიდანის ბიოგრაფიულ დრამაში.
როგორც Hollywood Reporter იუწყება, სურათის შემქმნელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მომღერლის მამასთან მუსიკალური კომპოზიციების გამოყენების უფლებაზე. შეგახსენებთ, რომ ემი უაინჰაუსი 27 წლის ასაკში გარდაიცვლა. ამ დროის მანძილზე მან მოასწრო ორი ალბომის გამოშვება. მათ შორის მეორე ალბომი Back to Black მე-20 საუკუნის საუკეთესო ბრიტანულ ალბომად აღიარეს, რომელმაც 6 გრემი მიიღო.
