LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონამ, რომელმაც პრინცის კოცნა სცადა, ინტერნეტვარსკვლავი გახდა (ფოტო)

57

მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრები, პრინცები უილიამი და ჰარი და კეიტ მიდლტონი ლონდონში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლები საქველმოქმედო ორგანიზაცია Heads Together-ს ესტუმრნენ. თუმცა დღის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ობიექტი პატარა გოგონა გახდა, რომელმაც ცნობილი სამეულიც კი დაჩრდილა.

როდესაც ჰარი ბავშვებს მიუახლოვდა, მან ჩაიმუხლა, რათა უფრო კომფორტულად დალაპარაკებოდა პატარებს. პრინცს თვალი ვერ მოაცილა ერთმა გოგონამ, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის კოცნასაც იმედოვნებდა. სანამ მისი თანატოლები ჰარის თავის შთაბეჭდილებებზე ესაუბრებოდნენ, მან მთელი მონდომებით გადაწყვიტა მისთვის თვალებში ჩაეხედა და მოეჯადოვებინა. ფოტო ინტერნეტში ძალიან პოპულარული გახდა, პატარა ლამაზმანი კი ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები