LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგონების შეყვარების წინააღმდეგი არ ვარ“ – ბილი აილიში სექსუალურ ორიანტაციაზე ალაპარაკდა

154
Billie-Eilish-5

18 წლის ბილი აილიშმა ჟურნალ Style-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა არტისტმა სექსუალურ ორიენტაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„არ ვცდილობ, განსხვავებული გამოვჩნდე, ვარ ის, ვინც ვარ. გოგონები მიმზიდველები არიან, ზოგადად, მე ადამიანები მიზიდავს, გოგონების შეყვარების წინააღმდეგი არ ვარ“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, არტისტმა ახალი კომპოზიცია wish you were gay გაავრცელა, რის შესახებაც „ინსტაგრამის“ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

„ეს სიმღერა დავწერე ბიჭის შესახებ, რომელიც მომწონდა, მას კი არ ვაინტერესებდი. ამან თავი საშინლად მაგრძნობინა“ . – განმარტა ბილიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები