„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ექსტრასენსი მარიამ ციმინტია რთული პერიოდის დასრულების შესახებ გვაუწყებს და აღნიშნავს, რომ ახლა საუკეთესო პერიოდი იწყება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
„მინდა ყველას გითხრათ, რომ გიხაროდეთ! საკმაოდ მაგარი პერიოდი მოდის. სულ ვამბობდი, ოღონდ სექტემბერი დასრულდეს-მეთქი და აი, ის დასრულდა. წელი იყო კარმული და რთული. აღარ იქნება შფოთვები, ნეგატიური განწყობა. გოგონებო, მინდა გითხრათ, რომ თუ მამაკაცებმა გული გატკინეს, ისინი დაგიბრუნდებიან. ნებისმიერი ცუდი პერიოდი სრულდება, მთავარია, სწორი დასკვნა გამოვიტანოთ და ჭკუა ვისწავლოთ.
სხვათა შორის, მეც რთული პერიოდი მქონდა. მინდა გითხრათ, რომ სიყვარულის ენერგია დაგეხმარებათ ყველაფერში, ეს არის საიდუმლო გასაღები ყველა კარის. 2026 წლის მაისამდე ბევრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს იქნება ბრძოლა, წინსვლა და უეცარი ცვლილება. ბევრი წყვილი დაოჯახდება“.