LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური „ნარცისიზმი“ – ზაალ ანჯაფარიძე

395
BeFunky-collage

„ვარლამ გოლეთიანი თან მეცოდება, რადგანაც პაიკია სხვების ხელში, თან არა, რადგანაც, როგორც ჩანს, შეგნებულად მიდის ამაზე“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში და ეხმაურება გოლეთიანის განცხადებას, რომლის თანახმად გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.

26 მაისს აღლუმის ნაცვლად მოდით ჩვენთან: ვარლამ გოლეთიანი

“ის ზედიზედ უშვებს მძიმე შეცდომებს. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღეს დედაქალაქის პარალიზება გამოაცხადა, თითქოს თბილისი მისი სათარეშო საადგილმამულო იყოს. დღეს უკვე სახელმწიფო სიმბოლოებს დაესხა თავს და საკუთარი თავი გააიგივა ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, რომელიც ხალხმა თურმე მასთან უნდა აღნიშნოს და არა საერთო სახელმწიფო აღლუმზე. რატომღაც ჰგონია რომ აქაური საზოგადოება ამ ყველაფერს გაუტარებს

გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური „ნარცისიზმი“ – თითქმის ყველა სიმპტომი სახეზეა. თუმცა, თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, შესაძლოა უფრო საფრთხის შემცველი სურათი დავინახოთ – დაგეგმილი მორიგი რევოლუცია.

როგორც ვხედავთ ეკოლოგიურმა და სხვა მოთხოვნებმა უკან გადაიწია და წინ უკვე პოლიტიკური მოთხოვნებია. პარტიების და აქტივისტების ასეთი აქტიური მოწვევა აქციაში ჩართვისკენ, უკვე გვაჩვენებს თუ საითკენ მიდის პროცესი”.- წერს ანალიტიკოსი.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ასევე კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ვიბრძოლებთ, ვიდრე შედეგს არ მივიღებთ, 25 მაისს ხელისუფლებას გაცილებით მეტ ძალას ვაჩვენებთ: გოლეთიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები