გომბორის უღელტეხილზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ფოლკლორულ ღონისძიებაზე, გუშინ მოხდა.
ერთ – ერთი ვერსიით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა 25 წლამდე ახალგაზრდას ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს მიაყენა ჭრილობა და მიიმალა.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მას ცივი იარაღით ღვიძლი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.