LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გომისმთა აითვისეს ღიპიანმა მამრებმა…კარავში ყოფნის დროს შეიძლება მანქანით ვიღაცამ გადაგიაროთ“

348
BeFunky-collage (2) (1)

მოლაშქრეთა კლუბი „იეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი  სოციალურ ქსელში გომისმთაზე არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„საქართველოში ტურიზმი აქტიურად გუგუნებს, წელს მისთვის დამახასიათებელია:

1) გომისმთა აითვისეს ღიპიანმა მამრებმა, მდერდებს რო არ ეწყინოთ მდედრებმაც,მთელი ღამე მიდის ქეიფი და ღრიანცელი.

2) გომისმთის მოსახლეობამ ნელა და ცუდად, მაგრამ მაინც აუწყო ტურიზმს ფეხი, მიდის ქაოსური განაშენიანება, გაიხსნა მაღაზია, თონე, ასევე არის ადგილობრივი გლოვო პატარა 6 წლის ბიჭი, რომელიც ყიდის შეშას, არაყს, სიგარეტს, ან ნებისმიერ რამეს მაღაზიიდან კარავზე მიტანით.

3) კარავში ყოფნის დროს შეიძლება მანქანით ვიღაცამ გადაგიაროთ, ვინაიდან პირველ პუნქტში არსებული ადამიანები რატომღაც ღამე აქტიურდებიან ხოლმე.

პ.ს აბასთუმანში საშინელება ხდება. ბატონი დაპატრონებია. ყველაფერს მათ შორის იქ მდგარ რომანოვების სასახლესაც.

ყოველკვირეული ნიუსები გაგრძელდება მომავალშიც“.- წერს დავით ცაბო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g