Google Chrome-ს ახალი ფუნქცია ემატება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სტატიებს შეამოკლებს. Chrome-ის Google Search აპლიკაციაში სტატიის შეჯამების ფუნქცია ამჟამად ბეტა რეჟიმშია ხელმისაწვდომი.
ინიციატივის მიზანია, მომხმარებლებს ინტერნეტიდან ინფორმაციის მიღება, მასში გამორკვევა და მოცულობით შიგთავსში უკეთ ჩართვა გაუმარტივდეთ. აღსანიშნავია, რომ იგი მხოლოდ უფასო სტატიების ძირითად აქცენტებს აჩვენებს და იმ შიგთავსს არ შეაჯამებს, რომლის წასაკითხადაც თანხის გადახდაა საჭირო.
ცნობისთვის, ახალი ფუნქცია ამჟამად მხოლოდ iOS და Android მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი.