LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ის ევროკომისია ემუქრება

63

Google-ს მილიარდი ევროს ჯარიმა ემუქრება. კომპანიის დაჯარიმება ევროკომისიას სურს. ინფორმაციას კი ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.

ევროკავშირი Google-ს ბაზარზე მონოპოლიაში ბრალს სდებს და მისივე შოპინგ-სერვისისთვის (პროგრამა Google Shopping 2002 წელს გაეშვა), პრივილეგიების მინიჭებაში ადანაშაულებს, რაც ბაზარზე არსებულ სხვა კონკურენტ სერვისებს, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. Google-ს, შესაძლოა, ასევე აეკრძალოს ძიების შედეგებით თავის სასარგებლოდ მანიპულირება, რაც კონკურენტებს დიდ ზიანს აყენებს.

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ორგანო Google-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გასაჯაროვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g