Google-მა ყოველწლიურ ღონისძიება გამართა და ახალი AI მოდელი, Gemini 1.5 Flash წარადგინა. ის ოპტიმიზებულია, რათა მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტიანი იყოს. ასევე, Gemini 1.5 Pro-სა და Gemini 1.5 Nano-ს შორისაა, რომელთაგანაც იგი კომპანიის ყველაზე მცირემასშტაბიანი მოდელია.
აღსანიშნავია, რომ Flash იმ დეველოპერებისთვის შეიქმნა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციებისა და სერვისებისთვის Gemini Pro-ზე მსუბუქი და უფრო ბიუჯეტური მოდელი სურდათ.