LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google Maps ავტომობილების დასამუხტი სადგურები დაემატა

69

ინტერნეტ კონცერნმა Google Maps  გადაწყვიტა, რომ გარემოზე ზრუნვას ხელი ყველანაირად შეუწყოს და ელექტრომობილების პოპულარობის გაზრდაზე იზრუნოს. პირველი ნაბიჯი კი საძიებო სისტემაში დასამუხტი სადგურების დამატება იყო. Google-ის რუკა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ ყველაზე ახლოსმდებარე სადგური იპოვოს, შემდეგ მომსახურების ხარისხიც შეაფასოს და თუკი სურვილი ექნება კომენტარიც დაწეროს.

აღსანიშნავია, რომ რუკაზე სადგურთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია იქნება განთავსებული და დამტენი მოწყობილობის ტიპი ზუსტად იქნება ახსნილი. და ბოლოს, ახალი სერვისით სარგებლობა დასაწყისისთვის დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და აშშ-ში მცხოვრებ ავტომფლობელებს შეეძლებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები