თუკი Google Maps გამოგიყენებიათ, დარწმუნდებოდით, რომ მასაზე საჭირო აპლიკაია ალბათ არც კი არსებობს, თუმცა მას ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა, – დაგვეთანხმებით, რომ ღამის პირობებში ტელეფნით ხელში სიარული და ლოკაციის ძებნა თვალებისთვის საკმაოდ დამღლელია.
და აი, ეს პრობლემაც მოგვარებულია, Google Maps-ში Dark Mode დაემატება. ფუნქცია ტესტირების შემდეგ, ყველა ანდროიდ მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აპლიკაციაში თემების ახალი სექცია დაემატება, რითაც ბნელსა და ჩვეულებრივ რეჟიმებს შორის გადართვას სმარტფონის რეჟიმის შეცვლის გარეშეც მოვახერხებთ.