გორის ციხის ფერდობზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ცენტრალური ასასვლელისმხრიდან გაჩნდა და ის ხმელ ბალახებსა და ბუჩქებს მოედო.
ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ქვიანი ფერდობის გამო, მისი ჩაქრობა დროულად მოხერხდა, თუმცა ადგილზე მაინც რჩებიან სამაშველო და სახანძრო სამსახურები.
ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ის გაუფრთხილებლობამ გამოიწვა.