გორში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი გორის ციხის ფერდობზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე ნახეს. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი მობილიზებული იყო. გარდაცვლილს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა. მას ექსპერტიზა უტარდება.
თვითმხილველების თქმით, ადგილი, სადაც გარდაცვლილი ნახეს, ხალხმრავლობით გამოირჩევა. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს ლეიკემია სჭირდა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს გახდა.
„საქმეს ჯერჯერობით კვალიფიკაცია არ მიენიჭა. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, 115-ე მუხლით აღიძრება საქმე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რადიო ფორტუნასთან“ საუბრისას.