გორის ციხიდან 17 წლის არასრულწლოვანი გადმოვარდა.
მოზარდი კლინიკა “გორიმედში” გადაიყვანეს.
როგორც ექიმმა “ფორტუნასთან” განაცხადა, მოზარდს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები და გაეწია შესაბამისი დახმარება.
“ტრამვული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მოტეხილობები არ აქვს. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,” – განაცხადა ექიმმა “ფორტუნასთან“.
მოზარდი საავადმყოფოს დღესვე დატოვებს.