LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – მოზარდის დედამ თავი მოიკლა

888
1559634451138674

წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,პირველ არხს” ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შვილის დაღუპვის შესახებ შეიტყო, დედა თურქეთიდან ჩამოვიდა და მის კვალს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს.

ოჯახის ახლობლები “პირველ არხთან” საუბრისას აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ის სიმაღლიდან გადმოხტა.

წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც მოზარდი სწავლობდა, ამბობს, რომ გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სახლში ფურცელი იპოვა, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო.

როგორც ფაქიზო ფანჩულიძე ყვება, ბიჭი სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს იშვიათად დადიოდა.

ქალის და მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები