LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის გვირაბთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

80
10ytudjty

საავტომობილო მაგისტრალზე, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ევაკუატორის მძღოლი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს.

ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები