LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის მერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ტიმური იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა

110
278382416_5058587637557593_7740062784458220955_n

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უკრაინელი ტიმური იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 13 წლის ტიმურ იაკუნინი თანაგუნდელებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ წარუდგინეს.

„ტიმურის ოჯახის წევრები გორში მარტის თვეში ჩამოვიდნენ. გორელმა ოჯახმა, რომელმაც იაკუნინები შეიფარა გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით განცხადებით მიმართა. მოკვლევაში, გარდა სოციალური სამსახურისა, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაც ჩაერთო. იაკუნინების ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა ტიმურის სურვილი ფეხბურთის შესწავლის შესახებ. მერიამ გაითვალისწინა მისი სურვილი და ის დღეიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ გორის „გორის“ საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელია.

ტიმურ იაკუნინის ოჯახი ომამდე უკრაინის ქალაქ დნიპროში ტიმობდა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g