გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ კვარხეთის გადასახვევთან მოხდა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
