გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა, სინამდვილეში ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს და მისივე განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავს.