LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს – ეს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს: გიორგი ჩალაძე

849
chaladze

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს.

ჩალაძის განცხადებით, მას აქვს აღნიშნული მანქანის ავთენტური კადრები, რომელიც თავად გადაიღო.

“მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ფან­ჯა­რას­თან დგას ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ას­ხი­ვებს ელექტრო­მაგ­ნი­ტურ ტალ­ღებს. მისი გა­მოს­ხი­ვე­ბა 100 მეტ­რის რა­დი­უ­სით საფრ­თხეს უქ­მნის გარ­შე­მომ­ყო­ფებს. ჩვენ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბით, ერთ კი­ლო­მეტრზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა. გა­მოს­ხი­ვე­ბა იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას, სის­ხლის გა­თეთ­რე­ბას და სიკ­ვდილს. ამას შე­უძ­ლია მოკ­ლას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ყვე­ლა, ვინც ამ ავ­ტო­მო­ბილ­თან 100 მეტ­რის რა­დი­უს­შია. ამ მან­ქა­ნის გა­მოს­ხი­ვე­ბის სიმ­ძლავ­რე არის არა­ნაკ­ლებ 200 ვა­ტი­სა”, – აცხადებს ჩალაძე.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მან­ქა­ნა იმ წუ­თი­დან დგას იქ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჩალაძე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს.

“თა­ვად შე­ა­ფა­სეთ რო­გორ კლავს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენტს. მინ­და ვთხო­ვო ნინო ლომ­ჯა­რი­ას შე­ის­წავ­ლოს ჩვენ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, მივ­მარ­თავ დიპლმა­ტი­ურ კორ­პუსს რე­ა­გი­რე­ბის­თვის. მე­სა­მე პრე­ზი­დენტს არ აკ­მა­რეს წა­მე­ბა და ახლა კლა­ვენ, ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის სი­ცო­ცხლე არის საფრ­თხის ქვეშ, ვინც ამ შე­ნო­ბა­ში მუ­შა­ობს.” – გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­თან ჩა­ლა­ძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g