LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის სოფლის მაცხოვრებელი სახლში 105 ძირ კანაფს ინახავდა

445
cannabis-4

გორის რაიონის სოფელ გორიჯვარში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში პოლიციამ 105 ძირი კანაფი იპოვა.

სამართალდამცველებმა სახლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაჩხრიკეს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო qartli.ge წერს, რომ შსს -ს ცნობით, შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდება.

საქმეზე გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების მუხლით დაიწყო. ეს კი 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g