LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში 2 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა

264
saswrafosmanqana

სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით, გორში, ვერხვების დასახლების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, მცირეწლოვანი მოიწამლა.

ბავშვს კლინიკის სტაციონარში მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო და ის 240- ე მუხლის პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g