LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში 2 წლის ბავშვს საფლავის ქვა დაეცა

108

გორის რაიონის სოფელ ვარიანში, საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად, 2 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაშავებული გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ბავშვს წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა „გორმედის“ ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის, განცხადებით, მცირეწლოვანს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში თაბაშირის ტარება მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g