კაცს, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი იარაღით დაჭრა, 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
„ძაღლს კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა“ – ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში მოქალაქე დააკავეს
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 65 წლამდე კაცი ძაღლის დაჭრისთვის 13 იანვარს დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება 259 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და ირწმუნება, რომ მას ცხოველისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია.
დაკავებული ამბობს, რომ იარაღიდან მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა, რადგან ძაღლი მის მეურნეობას ზიანს აყენებდა.