LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მეექვსედ გაიმართება

371
comedy-festival

5 ივნისს გორში, ტრადიციულად  კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი იწყება. უცველელი სლოგანით – ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“. თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა.  ფესტივალის რეპერტუარი, სათაურიდან გამომდინარე, გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების მონაწილეობას. დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია, კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. გასულ წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი, საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. სულ მსოფლიოში რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის ადგილს იკავებს  საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც.

ყოველწლიურად მაყურებელს  შესაძლებლობა  აქვს, ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს და მონაწილეობა მიიღოს საზეიმო მსვლელობაში.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს  საშუალებას აძლევს, საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით.

წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად, ხუთი თეატრმცოდნისგან  შემდგარი ჟიური შეაფასებს, ჟიურის წევრები  სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები