გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში, ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.