გორში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მამაკაცი სამშენებლო კონსტრუქციიდან ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა.
გავრცელებული ცნობითვე, დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.