გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია – არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა.
სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მამა კი სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში მაღაზიებს ფლობენ – მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ დაიწყო.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“