გორში სტადიონთან მანქანა ქალს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
