თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც 10-მდე ავტომობილი დაზიანდა.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, შემდგომ კი აღნიშნული ავტომობილების უკან მოძრავი კიდევ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაწყებული.