„რუსთაველის თეატრის წინ, გარეთ ვდგავარ და მინდა პასუხი გავცე იმ ინციდენტს, რაც მოხდა გუშინ, რუსთაველის თეატრში, როდესაც დამთავრდა სპექტაკლი და როგორ მოიქცა რამდენიმე მსახიობი სპექტაკლის შემდეგ“, – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს და რამდენიმე მსახიობის გუშინდელ პროტესტს ეხმაურება.
მსახიობი მიიჩნევს, რომ თეატრი პროტესტის ადგილი არ არის.
„მინდა სამივე მათგანს – თამთა ინაშვილს, ნატალია ყუროშვილს, ანა ამილახვარს ვუთხრა, რომ ეს არ იყო სწორი, თქვენ არ გაქვთ უფლება რუსთაველის თეატრის სახელით მოუწოდოთ ხალხს… ამიტომ ვდგავარ შეგნებულად ქუჩაში, ქუჩა არის ის ადგილი, სადაც შენ ნებისმიერი პროტესტი შეგიძლია გამოხატო, შენ ისაუბრო მხოლოდ შენი სახელით და არა თეატრის.
თეატრში არ გაქვს იმის უფლება, აკეთო ის, რაც მოგესურვება, უნდა სცე პატივი მთელ კოლეგებს და მაყურებელს, რომელიც მრავალი მხარეა, ზოგი იმის მომხრეა, ზოგი იმის და ა.შ…
რა თქმა უნდა, ტრაგედია არ იყო გუშინ რაც იკადრეთ, ბანერებით გამოხვედით პაკლონზე და რაღაც წარწერები გქონიათ… არავის არავის დაჭერა არ სურს, მაგრამ შენ ამ პროტესტისთვის რუსთაველის ეროვნული თეატრი არ უნდა გამოიყენო, შენ გამოდი გარეთ და რა განცხადებაც გინდა, ის გააკეთე.
ამიტომ გპასუხობთ ქუჩიდან, მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ჩემთვის ეს იყო ძალიან მიუღებელი…“
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამ წარწერითა და ბანერით გამოხატა რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობმა პროტესტი სპექტაკლის ბოლოს.
„ეს იყო ყველაზე გრძელი წუთები ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა, რაც ბოლო პერიოდში გადამხდა თავს. დიდი ხანია არ ვმდგარვარ სცენაზე და ამ პროტესტის დაფიქსირების გარეშე უბრალოდ მორალურად ვერ შევძლებდი თამაშს. ჩემი თანადგომა, ყველა სინდისი პატიმარს. ყოველთვის, ყველგან და ნებისმიერი ფორმით გამოვხატავ ჩემს გულწრფელ პოზიციას. თავისუფალი სიტყვის გარეშე, უბრალოდ ვერ ვიცხოვრებ“, – დაწერა მსახიობმა ანა ამილახვარმა.
🔻 რუსთაველის თეატრის მსახიობის, ანა ამილახვარის პროტესტი სპექტაკლის ბოლოს🔻 რუსთაველის თეატრის მსახიობის, ანა ამილახვარის პროტესტი სპექტაკლის ბოლოს „ეს იყო ყველაზე გრძელი წუთები ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა, რაც ბოლო პერიოდში გადამხდა თავს. დიდი ხანია არ ვმდგარვარ სცენაზე და ამ პროტესტის დაფიქსირების გარეშე უბრალოდ მორალურად ვერ შევძლებდი თამაშს. ჩემი თანადგომა, ყველა სინდისი პატიმარს. ყოველთვის, ყველგან და ნებისმიერი ფორმით გამოვხატავ ჩემს გულწრფელ პოზიციას. თავისუფალი სიტყვის გარეშე, უბრალოდ ვერ ვიცხოვრებ“, – წერს მსახიობი და ვიდეოს აქვეყნებს ვიდეო: Ana amilakhvari #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on კვირა, 02 თებერვალი, 2025