LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Grand Oasis Towers – პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი ისანი-სამგორის რაიონში

703
თეონა ჭანტურია

გარემო, სადაც შენი კომფორტი იქმნება – ასეთი სლოგანით პოზიციონირებს ინოვაციური, სრულყოფილი პროექტების შექმნაზე ორიენტირებული ქართულ-ესპანური დეველოპერული კომპანია „ჯი ეს დი სი ჯგუფი“ (GSDC Group) მულტიფუნქციურ კომპლექსთან Grand Oasis Towers-თან მიმართებით, რომლის მშენებლობაც 2026 წლის ბოლოსთვის დასრულდება.  

თეონა ჭანტურია, „ჯი ეს დი სი ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– კომპანია „ჯი ეს დი სი ჯგუფი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. მას დიდი ესპანურ-ქართული გამოცდილება აქვს, რაც სრულყოფილ პროექტებზე მუშაობის საშუალებას გვაძლევს. „ჯი ეს დი სი ჯგუფის“ მიერ თბილისში განხორციელებული პროექტებია ნაის ისანი, ჯიქია რეზიდენსი, წყალტუბო რეზიდენსი. ამ ეტაპზე ისანი-სამგორის რაიონში (გიორგი მდივანის N29) ყველაზე მასშტაბური და უნიკალური პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსი Grand Oasis Towers მულტიფუნქციური  და პრემიუმ კლასის გახლავთ.

 – რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა?

Grand Oasis Towers-ი 27 000 კვ.მ-ზეა განთავსებული და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ მობინადრეს ყველაფერი ერთ სივრცეში შევთავაზოთ, რათა კომპლექსის დატოვება მინიმალურ დონეზე მოუწიოს.

კომპლექსი შედგება სამი 22 სართულიანი ბლოკისგან. პირველ სამ სართულზე განთავსებული იქნება კომერციული სივრცეები – ბანკები, აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ბრენდული მაღაზიები, კაფეები და რესტორნები, აფთიაქები, სილამაზის სალონი, საკუთარი საბავშვო ბაღი. კომერციული ობიექტების რაოდენობიდან გამომდინარე, კომპლექსს ავტოსადგომი ექნება როგორც მობინადრეებისთვის, ისე აღნიშნული ობიექტების ვიზიტორებისთვის (-1 და -2 დონეზე).

რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კომპლექსს აქვს 15 000 კვ.მ-ის რეკრეაციული სივრცე, აქედან 8000 კვ.მ არის გამწვანებული ეზო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხედი გვაქვს შავნაბადას მთით.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „ჯი ეს დი სი ჯგუფი“ ორიენტირებულია ხარისხზე – ბინები ბარდება  მხოლოდ მწვანე კარკასის კონდიციით, რაც გულისხმობს კომუნიკაციების სრულ განთავსებას, გათბობის იტალიური მილების გაყვანას, დათბუნებულ, ენერგოეფექტურ, უმაღლესი ხარისხის ფასადებს. სრულ კომპლექსში განთავსებული იქნება მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა და რკინის კარები.

– უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრიორიტეტულობაზეც ვისაუბროთ.

– როდესაც აღნიშნულ პროექტს ვაგეგმარებდით, უსაფრთხოება იყო ის ასპექტი, რომელზეც მთელი კომპანია შევთანხმდით, რომ ის ხარისხის საფუძველი იქნებოდა. კომპლექსი გათვლილია 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზე. გარდა ამისა, კომპლექსში უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული. კომპლექსის ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული, მთელ ტერიტორიაზე განთავსდება სათვალთვალო კამერები და დაცვა 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აღნიშნული რეგულაციების დაცვა ისედაც სავალდებულოა სამშენებლო კომპანიებისთვის, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტია ყველა ნორმისა და თანამედროვე სტანდარტის დაცვა იმისთვის, რომ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეიქმნას.

– გაყიდვების თემასაც შევეხოთ, არის თუ არა უკვე დაწყებული პროცესი?

– გაყიდვები 2023 წლის ივლისიდან დავიწყეთ. ამჟამად მხოლოდ მესამე ბლოკის ფართების გაყიდვა მიმდინარეობს და ამ დროისთვის ბინების 60%-ი უკვე რეალიზებულია. ფასზეც რომ გავამახვილო ყურადღება, პირველი ეტაპის გაყიდვების შემდგომ ჩვენს კომპლექსში ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. ამის საშუალება სწორედ ჩვენი მობინადრეების ნდობამ მოგვცა. მშენებლობის პროცესი სწრაფი ტემპით და, რა თქმა უნდა, ხარისხიანად მიმდინარეობს.

აღვნიშნავ იმასაც, რომ Grand Oasis Towers-ი საინტერესოა ინვესტიციების კუთხითაც. დღეს, ვისაც დანაზოგი აქვს, უძრავ ქონებაში ინვესტიციას ესწრაფვის. ადამიანებმა უკვე ვისწავლეთ პერსპექტივაში მზარდ ბიზნესში დაზოგილი თანხის ჩადება. ანუ გარდა იმისა, რომ ჩვენი კომპლექსი მობინადრეს საცხოვრებელ ფართს სთავაზობს პირადი მოხმარებისთვის, მას ჩვენთან შეძენილი ფართის გაქირავებაც შეეძლება.

– და ბოლოს, „ჯი ეს დი სი ჯგუფის“ განსაკუთრებული შეთავაზებები პოტენციურ მობინადრეებს.

– დავიწყებ იმით, რომ როდესაც ადამიანები ფართის ყიდვას გადაწყვეტენ (არ აქვს მნიშვნელობა მიზნობრიობას, იქნება ის საცხოვრებელი თუ საინვესტიციო), დიდი მნიშვნელობა აქვს გადახდის პირობებსა და დაფარვის პერიოდულობას. ამ მხრივ ნამდვილად მოქნილობით გამოვირჩევით.

რაც შეეხება შეთავაზებებს, ყოველთვიურად გვაქვს განსაკუთრებული აქციები, მაგალითად, მარტში ბინის შეძენის შემთხვევაში, მობინადრე ბარსელონაში ორკაციან საგზურს მიიღებს. პერიოდულად გვაქვს საინტერესო შეთავაზება ემიგრანტებისთვისაც – გადახდის მოქნილი პირობები და შიდა უპროცენტო განვადება, რომელიც მნიშვნელოვანი პუნქტია ბინის შეძენის დროს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორი ბანკის მომსახურებით არ შეუძლიათ სარგებლობა, თანაც დასაწყისშივე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები