LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრძელი გზის გავლა მომიხდა, ბევრიც შემეშალა, გულიც ვატკინე ადამიანებს ალბათ, იმდენი სიხარულია, გულწრფელი მადლიერება და სიყვარულია ჩემ ირგვლივ, უფლებაც არ მაქვს, ბედნიერი არ ვიყო, უსაშველოდ მადლიერი ვარ“ – ზურა შევარდნაძე იუბილარია

159
ზურა შევარდნაძე

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე დღეს იუბილარია – ცნობილი მებაღე 45 წლის გახდა.

ზურა შევარდნაძე საკუთარი დაბადების დღის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, განვლილ ცხოვრებას აფასებს და გარშემომყოფებს სიყვარულისთვის მადლობას უხდის:

„დაბადების დღეა დღეს ჩემი, 45 წლის შევიქენი.

ბევრი მეფიქრება მომავალზე და კიდევ უფრო მეტი გავლილ წლებზე.

გრძელი გზის გავლა მომიხდა, ნამეტანი შორიდან დაწყება მომიწია იქ რომ მოვსულიყავი, სადაც ვარ. ბევრიც შემეშალა, რასაც ხელი მოვკიდე და შევეჭიდე, ყველაფერი გამომივიდა, ეს გამართლებაა, გულიც ვატკინე ადამიანებს ალბათ, არ ვიცი..

ვიცი მხოლოდ ერთი, რომ თუ კაცი მოინდომებს და სიხარულით აკეთებს თავის საკეთებელს, შეუძლებელს შეძლებს და გამოუვა რასაც ჩაიფიქრებს. გულით ნაკეთებ საქმეს კი აუცილებლად ეტყობა დაგიფასებენ ადამიანები.

იმდენი სიხარულია, გულწრფელი მადლიერება და სიყვარულია ჩემ ირგვლივ, უფლებაც არ მაქვს, ბედნიერი არ ვიყო. ყურადღება მივაქციო გაწბილებებს რომელიც მხვდება, ამიტომ ვცდილობ, არ შევიმჩნიო, მაკვირვებენ კი ადამიანები ზოგჯერ.

მადლიერი ვარ, უსაშველოდ მადლიერი, ამდენი სიყვარულისთვის, ხშირად გადაჭარბებული და დაუმსახურებელი სიტყვებისთვის და სითბოსთვის, რომელსაც ასე უხვად იმეტებთ ჩემთვის.

გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

„თაიგული მამას“ – „გარდენიას“ დედოფალი და ზღაპრის გმირია და ცხოვრობს კიდეც ზღაპარში“ – ზურა შევარდნაძე ქალიშვილის უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

დაბადების დღეა დღეს ჩემი, 45 წლის შევიქენი. ბევრი მეფიქრება მომავალზე და კიდევ უფრო მეტი გავლილ წლებზე. გრძელი გზის…

Posted by Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე on ორშაბათი, 15 ივლისი, 2024

„იასამნობა იწყება“ – ზურა შევარდნაძე ულამაზესი იასამნების ფოტოს გვიზიარებს

ზურა შევარდნაძის მიერ შექმნილი შემოდგომის „ხილის ჭაღი“ ხელოვნების ნიმუშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g