მამაკაცის პალტო ზედმეტად გრძელი არასდროსაა! – როგორც ჩანს სწორედ ასე ფიქრობენ Armani-ს, E. Tautz-ის და Bottega Veneta-ს დიზაინერები, რადგან 2016 წლის ზამთარში მამაკაცის გარდერობის ყველაზე სასურველი და აქტუალური მოდელი სწორედ გრძელი პალტო იქნება.
სულ რამდენიმე წლის წინ გრძელი გრძელი პალტო უიმედო ანაქრონიზმად ითვლებოდა, რადგან ის მე-19 საუკუნესთან და რომანტიზმთან, მარხილებით მგზავრობასა და გაყინულ სააგარაკო სახლებთან ასოცირდებოდა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კი, კომფორტული ტრანსპორტის გაჩენასა და გაყინვის საშიშროების გაქრობასთან ერთად, პალტო ნელ-ნელა დამოკლდა და მხოლოდ ჩვენს ეპოქაში, ცნობილი დიზაინერების წყალობით შეძლო ძველი სიგრძისა და სოლიდურობის დაბრუნება.