LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეგოროვა: ივანიშვილისთვის სანქციის დადების საკითხი ცალკე რეზოლუციას იმსახურებს

221
მარკეტა გრეგოროვა

„ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებაზე ივანიშვილის გავლენა უნდა შევისწავლოთ. მივიჩნევ, რომ ეს რეზოლუცია ზუსტად ამისთვის არის“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქცირების საკითხზე გრეგოროვამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა.

„ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი (ივანიშვილისთვის სანქციების დადება) თავისი მტკიცებულებებით, არგუმენტებით, მიზეზებით ცალკე რეზოლუციას იმსახურებს და როგორც ერთი პარაგრაფი სხვა პარაგრაფებს შორის, არ უნდა დარჩეს.

ჩემი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ დროა ამის შესახებ განცხადება გაკეთდეს, მიუხედავად იმისა თუ რა რეზოლუციაა. პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას და მოხარული ვიქნები თუ ეს თემა ანგარიშში გაგრძელდება, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტში გვაქვს. თუ სანქციების დაწესებაზეა საუბარი, ასეთ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს.“– განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა რეზოლუციაში შესწორება შეიტანა, რომლის თანახმადაც, სანქციები ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები