„ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო ფილმების გამოვლენის შემდეგ, ამერიკელებმა წლის ყველაზე ცუდი ნამუშევრის დასახელება გადაწყვიტეს.
ცნობილი გახდა „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები, რომელთა შორის ერიკა ლეონარდ ჯეიმსის რომანის, „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ ეკრანიზაცია ლიდერობს. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი კი „ყველაზე ცუდი მსახიობი ქალისა და მამაკაცის“ კატეგორიებზე არიან წარდგენილნი, ხოლო ფილმის რეჟისორმა, სემ-ტეილორ ჯონსონმა, შესაძლოა, „ყველაზე ცუდი რეჟისორის“ წოდება მოიპოვოს.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ჟოლოს“ გამარჯვებულები 27 თებერვალს გამოვლინდებიან – მთავარი კინოცერემონიის – „ოსკარის“ გამართვამდე ერთი დღით ადრე.