LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრემის“ დაჯილდოების ცერემონია მარტისთვის გადაიდო

73
page

საზოგადოება 2021 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალს სულმოუთქმელად ელოდა, თუმცა იმედები უნდა გაგიცრუოთ, 31 იანვარს ცერემონია აღარ გაიმართება. პანდემიის გამო ის მარტამდე გადაიდო, ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.  გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიაში COVID-19-ის შემთხვევები მნიშვნელოვანად  გაიზარდა, სწორედ ამიტომ ღონისძიება 14 მარტს ჩატარდება.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მუსიკალურ ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ასობით ადამიანის ჯანმრთელობა“, – ნათქვამია  განცხადებაში.

მანამდე ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის 63-ე დაჯილდოების ნომინანტების სიას გადავხედოთ. ბიონსეტეილორ სვიფტი, როდი რიჩი  და დუა ლიპა ნომინაციების რაოდენობით 2021 წლის ლიდერები არიან. მათ შორის უპირობო ლიდერი კი ბიონსეა, ის  9 კატეგორიაშია წარდგენილი. ტეილორ სვიფტი, რეპერი როდი რიჩი და დუა ლიპა გამარჯვებისთვის 6-6 ნომინაციით იბრძოლებენ.

2021 წლის „გრემის“ ნომინანტები დასახელდნენ

ცერემონია 31 იანვარს ჩატარდება და ის CBS-ის ეთერით გადაიცემა. შოუს კომიკოსი ტრევორ ნოა გაუძღვება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები