გრენლანდიამ გასულ კვირას 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. CNN-ის ცნობით, ყინულის ეს მოცულობა მხოლოდ ერთ დღეში – 13 ივნისს გადნა.
გამოცემის ცნობით, მეცნიერები ამბობენ, რომ გრენლანდიაზე ამ მოცულობის ყინულის დნობა ივნისის თვეში უჩვეულოა, რადგან ყინულის დნობა კუნძულზე ივნისში იწყება, თუმცა ყველაზე მაღალ მასშტაბს ივლისში აღწევს, ხოლო აგვისტოში ეს პროცესი სრულდება.
Last week’s “heat wave” bringing high melt conditions to #Greenland ice sheet has continued over weekend + looks likely to last well into this week. @PromiceGL weather stations are showing high temperatures eg Kan_U at 1200 m.a.s.l.
on @PolarPortal https://t.co/Ftg0fkkwJc pic.twitter.com/YZoMblYDCJ— Greenland (@greenlandicesmb) June 17, 2019
მეცნიერების შეფასებით, ანალოგიური შემთხვევა გრენლანდიაზე 2012 წელის ივნისში მოხდა. ამ წელს კუნძულზე ყინულის დნობის რეკორდი დამყარდა. კუნძულის არსებობის ისტორიაში ყინულის საფარი სრულად დადნა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი მოცულობის ყინულის დნობა ივნისის დასაწყისში კარგი არ არის, რადგან 2019 წელსაც 2012 წლის ინციდენტი განმეორდეს და კუნძული ყინულის გარეშე დარჩეს.