LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი ქალაქი ჩაიძირება – კლიმატის ცვლილების შედეგები (ვიდეო)

255

კლიმატის ცვლილების ზოგიერთი პროცესი შეუქცევადია. ზღვის დონე მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო დიდი ტემპით იზრდება.

კლიმატის ცვლილების შეფასების პანელზე განაცხადეს, რომ ამ საუკუნის დასასრულს ზღვის დონე კიდევ ერთი მეტრით ან მეტით აიწევს.

თუ ყინული მთლიანად დადნა, კონტინენტები ფორმებს შეიცვლიან, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ქალაქი კი ჩაიძირება.

ამ პროგნოზით ხმელთაშუა ზღვა კასპიისა და შავ ზღვას შეუერთდება. ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირება რომი, ბარსელონა და მარსელი. ჩრდილოეთით ნიდერლანდების 50%-ზე მეტი წყალში ჩაიკარგება, გაქრება ასევე, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი და ამსტერდამი ..

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები