LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეტა ტუნბერგი TIME-მა წლის ადამიანად დაასახელა

379
5df0e9f9fd9db21895289943

TIME-მა 16 წლის გრეტა ტუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა. გრეტა ახალგაზრდა შვედი ეკოაქტივისტია. მან განსაკუთრებული პოპულარობა გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­მიტ­ზე მოიპოვა, როდესაც ემო­ცი­უ­რი სი­ტყვით გა­მო­ვი­და და მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა. ტუნ­ბერ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის დაშ­ვე­ბით ეკო­სის­ტე­მე­ბი ნადგურდება, პო­ლი­ტი­კო­სებს კი მხოლოდ ფული ადარ­დებთ.

ტუნბერგი 2018 წელს სტოკჰოლმში, პარლამენტთან აქცია-გაფიცვის დროსაც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მან პროტესტის ნიშნად პარასკევობით სკოლაში სიარულზე თქვა უარი იქამდე, სანამ ხელისფულება კლიმატზე შეთანხმებას არ შეასრულებდა.

ახალგაზრდა გოგონამ მცირე დროში მილიონობით აქტივისტის და მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიიპყრო. მან სათავე დაუდო მასობრივ გაფიცვებს მთელ მსოფლიოში, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების შესაძლო საფრთხეებისადმი გულგრილობის გაპროტესტება და მასთან საბრძოლველად გლობალური მოქმედების მოწოდებაა.

 

გრეტასთან ერთად წლის ადამიანის კანდიდატურად დონალდ ტრამპს და ჰონგ-კონგის პროტესტის მონაწილეებს განიხილავდნენ.

 

 

View this post on Instagram

 

Just over a year ago, a quiet and mostly friendless teenager woke up, put on her blue hoodie, and sat by herself for hours in an act of singular defiance. Fourteen months later, she had become the voice of millions, a symbol of a rising global rebellion. The politics of climate action are as entrenched and complex as the phenomenon itself, and @gretathunberg has no magic solution. But she has succeeded in creating a global attitudinal shift, transforming millions of vague, middle-of-the-night anxieties into a worldwide movement calling for urgent change. @gretathunberg is TIME’s 2019 Person of the Year. Read the cover story by @charlottealter, @suyinsays and @justinworland—and watch the full video—at the link in bio. #TIMEPOY Video by @robson.alexandra, @juliamarielull, @arpane and @maxim_arbugaev for TIME

A post shared by TIME (@time) on

საერთაშორისო გამოცემა TIMEი ყოველწლიურად ყველაზე გავლენიან პიროვნებას, ჯგუფს, მოძრაობას ან იდეას ასახელებს, რომელმაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

თქვენ მე ოცნებები და ბავშვობა წამართვით – 16 წლის გოგონას ემოციური გამოსვლა გაეროს სამიტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g