LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გეგელია: „ეუთო-ს მიერ მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ… ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე უმძიმესად აისახება“

112
გრიგოლ გეგელია

ეუთოს 24 ქვეყნის მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ეხმაურება.

ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის

გრიგოლ გეგელიას სიტყვებით, „ეუთო-ს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, ეს მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი, სისტემური დარღვევები.

ზურაბ ჯაფარიძე: „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში არ რჩება მხოლოდ  დოკუმენტად, მას იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ხდება საფუძველი სანქციების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების… ამ პროცესს ექნება მძიმე შედეგები „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის“

„ეუთო-ს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ. განსაკუთრებული ზომაა, არაა ჩვეულებრივი ნაბიჯი.

ეს მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი, სისტემური დარღვევები.

მაგალითისთვის, „მოსკოვის მექანიზმი“ აქტიურად გამოიყენებოდა 1990-იანების ბალკანეთში, შემზარავი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად.

შესაბამისად, დღეს საქართველო განიხილება იგივე მექანიზმით, რომელიც ევროპის უახლესი ისტორიის ზოგიერთი უმძიმესი საქმის შესასწავლად იქნა გამოყენებული.

ამას არ სჭირდება მთავრობის თანხმობა, მისია შედგება ნებისმიერ შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება „ქოცურ“ კრიმინალურ სინდიკატს.

ეს აჩვენებს, რომ ეს რეჟიმი ისევე არალეგიტიმურია, როგორც მთელი დროის განმავლობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ზომები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რეჟიმის წინააღმდეგ, სულ უფრო მკაცრდება. გასულ წელს ინიციირებული „ვენის მექანიზმის“ შესაძლებლობამ კრახი განიცადა, „ოცნების“ რეჟიმმა ვერ შეძლო საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა და ნაცვლად იმისა, რომ მათი შეშფოთება დამცხრალიყო, ის მხოლოდ გაიზარდა.

დელეგიტიმაცია/უნდობლობა – არ არსებობს საერთაშორისო საზოგადოების რწმენა შიდა გამოძიებისადმი.

ეს ყველაფერი უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. აღარ ვართ ევროპული გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი, არ ვართ მოწვეული არცერთ ახალ სამშვიდობო და ეკონომიკურ ფორმატში, არ ჩამოდის არცერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, არ შემოდის გრძელვადიანი მყარი ინვესტიცია“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის – როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 24-მა ქვეყანამ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. განცხადებაში ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g