„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ – როგორც პარტიაში, „ლელო – ძლიერი საქართველო“ აცხადებენ, გრიგოლ გეგელიას სასწრაფო დახმარების გაწევა დასჭირდა.
„ლელო – ძლიერი საქართველო“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელის დასჯას ითხოვს:
„დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა. გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.
„ლელო-ძლიერი საქართველო“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს. პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!“, – აცხადებენ პარტიაში.